მეორე ტური დასრულდა - „ჩიხურამ" „დილას" ვერ აჯობა
მეორე ტური დასრულდა - „ჩიხურამ" „დილას" ვერ აჯობა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მეორე ტური თბილისში, „მიხეილ მესხზე” გამართული შეხვედრით დასრულდა – საჩხერეს „ჩიხურამ” გორის „დილას” უმასპინძლა და ქულას დასჯერდა.

22-ე წუთზე გიორგი კორიფაძის წამოწყებული შეტევა მიშიკო სარდალიშვილმა გააგრძელა.  ის საჯარიმოში ამოს ნონდიმ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა და „ჩიხურა” დააწინაურდა 1:0.

66-ე წუთზე გორელებმა წონასწორობა აღადგინეს: საჩხერელთა საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი ირაკლი ლექვთაძემ მეკარესავით ხელით მოიგერია და მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ალვინ ფორტესმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:

ლოკომოტივი – საბურთალო 1:3

დინამო ბთ – ტორპედო 0:2

სიონი – დინამო თბ 2:1

რუსთავი – ვიტ ჯორჯია 0:0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე ტურის მატჩები 10 და 11 მარტს გაიმართება.