მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში დაგეგმილი ღონისძიებები პანდემიის გამო გაუქმდა
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში დაგეგმილი ღონისძიებები პანდემიის გამო გაუქმდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები რუსეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. წითელ მოედანზე ტრადიციული აღლუმი წელს არ ჩატარდება.

ქ​ვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია, ბოლო მონაცემებით, რუსეთში ვირუსის 187 859 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 1723 ადამიანი.

დღეს რუსეთის პრეზიდენტი კრემლთან მემორიალს ყვავილებით შეამკობს და მოსახლეობას მიმართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში, რამდენიმე ქალაქსა და უცხოეთში, რუსეთის სამხედრო ბაზებზე ფოიერვერკებს გაუშვებენ და ავია შოუ გაიმართება.