ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.
გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, თავდამსხელმა მიიღო „კორინთიანსის“ წინადადება და ამ კლუბთან 2026 წლის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს. 28 თვის განმავლობაში ფეხბურთელი, ბონუსების გათვალისწინებით, 11.3 მილიონ ევროს მიიღებს.
ელოდებიან, რომ 30 წლის დეპაი სან პაულუში მომავალ უქმეებზე ჩავა.
მემფის დეპაი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს მადრიდის „ატლეტიკოდან“ წასვლის შემდეგ.