მემფის დეპაი „იუვენტუსში“ უფასოდ გადავა #1TVSPORT
მემფის დეპაი „იუვენტუსში“ უფასოდ გადავა #1TVSPORT

ფორვარდი მემფის დეპაი ახლოს არის „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ გადასვლასთან.

ნიდერლანდების ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი გაწყვეტს კონტრაქტს კატალონიელებთან და იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაემგზავრება.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, „იუვენტუსი“ უარს იტყვის ბონუსების ნაწილზე, რომელიც ტურინულ კლუბს ეკუთვნის ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის „ბარსელონაში“ თამაშის სანაცვლოდ.

დეპაისა და „იუვენტუსს“ ჯერ არ მიუღწევიათ კონტრაქტის შესახებ სრული შეთანხმებისთვის, თუმცა ადრე პრესა წერდა ორწლიან კონტრაქტსა და ექვსი მილიონი ევროს ოდენობის ხელფასზე.