დეპაი უახლოეს საათებში „ატლეტიკოში“ გადავა #1TVSPORT
დეპაი უახლოეს საათებში „ატლეტიკოში“ გადავა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი მემფის დეპაი ახლოს არის „ბარსელონადან“ „ატლეტიკოში“ გადასვლასთან.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოეს საათებში განხორციელდება. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. მადრიდელები კატალონურ კლუბს სამიდან ხუთ მილიონამდე ევროს გადაუხდიან.

„ატლეტიკო“ დეპაის 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს კონტრაქტს.

ნიდერლანდელმა გამოტოვა „ბარსელონას“ ბოლო ვარჯიში. ამტკიცებენ, რომ ეს კლუბის ნებართვით მოხდა.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ ლა ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.