ჩავი -  კარგი გადაწყვეტილება იქნება ნაკრებების მატჩების ერთ პაუზაში ჩატარება #1TVSPORT
ჩავი -  კარგი გადაწყვეტილება იქნება ნაკრებების მატჩების ერთ პაუზაში ჩატარება #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი გამოვიდა წინადადებით – ეროვნული ნაკრებების მატჩები ერთი საერთაშორისო პაუზისას გაიმართოს.

კატალონური კლუბის ოთხი ფეხბურთელი – ჟიულ კუნდე, რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი ტრავმირებულთა სიაში აღმოჩდნენ სანაკრებო პაუზის შემდეგ. არაუხოს დაზიანების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

„როგორ ავიცილოთ თავიდან მოთამაშეთა დაკარგვა ნაკრებში ტრავმების გამო? ეს რთულია. ფიფა-ს აქვს გეგმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ჩატარების შესახებ – ეს დიდ კამათს იწვევს.

მაგრამ არსებობს კალენდრის ისეთი ვარიანტი, რომლის მიხედვით ნაკრებები იკრიბებიან და თამაშობენ თვენახევრის განმავლობაში. ამის შემდეგ, კლუბები იბრუნებენ ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე. გამოდის მხოლოდ ერთი ფანჯარა ნაკრების თამაშებისთვის.

მე ეს კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული“, – მოჰყავს ESPN-ს ჩავის სიტყვები.