„იუვენტუსმა“ მემფის დეპაისთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ მემფის დეპაისთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„იუვენტუსმა“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „ბარსელონას“ ფორვარდთან მემფის დეპაისთან.

გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა და 28 წლის ნიდერლანდელმა ორწლიან ხელშეკრულებაზე მოილაპარაკეს. ფეხბურთელის ხელფასი სეზონში ექვსი მილიონი ევრო იქნება.

„ბარსელონა“ ახალ სეზონში არ აპირებს დეპაიზე აქცენტის გაკეთებას და ფორვარდი კატალონურ გრანდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს საშუალებას მისცემს ნიდერლანდელს, „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ გადავიდეს.

2021-22 წლების სეზონში დეპაიმ 38 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.