„ბარსელონამ“ დემბელესა და დეპაის გოლებით „ნიუ იორკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ დემბელესა და დეპაის გოლებით „ნიუ იორკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონამ“ დაასრულა ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში. კატალონელებმა რიგით მეოთხე საწვრთნელ შეხვედრაში, რომელიც ჰარისონში (ნიუ ჯერსის შტატი) გაიმართა, 2:0 დაამარცხეს „ნიუ იორკ რედ ბული“.

გოლები უსმან დემბელემ და მემფის დეპაიმ გაიტანეს. ერთი საგოლე გადაცემაა გუნდის ახალწვეულის რაფინიას ანგარიშზე. კვლავაც ვერ გაიტანა თავისი პირველი გოლი ახალ გუნდში რობერტ ლევანდოვსკიმ.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ტურნეს დროს „ბარსელონამ“ დაამარცხა „ინტერ მაიამი“ (6:0), მადრიდის „რეალი“ (1:0) და ფრედ ითამაშა „იუვენტუსის“ (2:2) წინააღმდეგ.

„ბარსელონა“ ბოლო საწვრთნელ შეხვედრას 7 აგვისტოს „კამპ ნოუზე“ ჩაატარებს. ის გამპერის თასზე მექსიკის „პუმასს“ შეხვდება.