დეპაიმ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
დეპაიმ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, მემფის დეპაიმ კონტრაქტის პირობები შეათანხმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, მხარეები შეთანხმდნენ კონტრაქტზე 2025 წლის ზაფხულამდე.

დეპაი „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი მოქმედი ხელშეკრულება კატალონურ კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ „ბარსელონას“ რიგებში ოთხი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.