„ბარსელონას“ ფორვარდი მემფის დეპაი მინიმუმ ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს კუნთის ტრავმის გამო, – ამის შესახებ გაზეთმა AS-მა დაწერა.
27 წლის ნიდერლანდელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ბაიერნის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
ამ სეზონში დეპაიმ „ბარსელონაში“ 21 მატჩის ჩატარება მოასწრო და რვა გოლი გაიტანა.
იმავე მატჩში ტრავმა მიიღო და ასევე მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ მოედანზე „ბარსელონას“ მარცხენა მცველს ჟორდი ალბას. გაზეთ Diario Sport-ის ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს ბარძაყის საშუალო სიმძიმის ტრავმა აქვს.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – არ გარისკოს ალბას ჯანმრთელობით და სრულად აღდგენის საშუალება მისცეს მას.