მოდრიჩი ზამთარში შეიძლება მესის თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT
მოდრიჩი ზამთარში შეიძლება მესის თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ამ ზამთარს შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდეს.

როგორც გამოცემა Todofichajes-ი წერს, 38 წლის ხორვატის აყვანით დაინტერესებულია „ინტერ მაიამი“, რომელიც აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას წინადადებით მიმართოს ვეტერანს.

აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელი სეზონის დასრულებას „რეალში“ აპირებდა, მაგრამ შეიძლება გადაიფიქროს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

ბოლო დროს მოდრიჩი უფრო ხშირად მატჩებს „რეალის“ სათადარიგოთა სკამიდან იწყებს. მისი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.

მოდრიჩი „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსი თანაგუნდელი გახდება.