მესის გოლმა „ინტერ მაიამი“ წაგებას გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
მესის გოლმა „ინტერ მაიამი“ წაგებას გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა „ინტერ მაიამიმ“. შეხვედრა „ლოს ანჯელეს გელაქსის“ წინააღმდეგ 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში 75-ე წუთზე „გელაქსის“ ფორვარდმა, დეიან იოველიჩმა გახსნა.

მაიამელები წაგებას ლიონელ მესიმ გადაარჩინა, რომელმაც საპასუხო გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. საგოლე პასი არგენტინელს ჟორდი ალბამ მისცა.