MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა „ინტერ მაიამიმ“. შეხვედრა „ლოს ანჯელეს გელაქსის“ წინააღმდეგ 1:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში 75-ე წუთზე „გელაქსის“ ფორვარდმა, დეიან იოველიჩმა გახსნა.
მაიამელები წაგებას ლიონელ მესიმ გადაარჩინა, რომელმაც საპასუხო გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. საგოლე პასი არგენტინელს ჟორდი ალბამ მისცა.