ლიონელ მესიმ ისევ გაიტანა, „ინტერ მაიამი“ ლიგების თასის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ ისევ გაიტანა, „ინტერ მაიამი“ ლიგების თასის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩრდილოეთ ამერიკაში ლიგების თასის გათამაშება გრძელდება.

ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ფლორიდული კლუბი სტუმრად ხვდებოდა „ფილადელფია უნიონს“ და 4:1 მოიგო.

მესიმ ამჯერადაც გაიტანა – ზედიზედ მეექვსე მატჩში, რის შემდეგაც „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ცხრა გოლი დაუგროვდა. არგენტინელმა მე-20 წუთზე 2:0 გახადა ანგარიში. მანამდე პირველი გოლი ხოსეფ მარტინესმა გაიტანა, ხოლო პირველივე ტაიმში სამამდე გაზარდა სხვაობა ჟორდი ალბამ, რომლისთვისაც ეს პირველი გოლი იყო „ინტერ მაიამიში“.

მაიამელებმა პირველ ტაიმში 3:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს.

„ინტერ მაიამი“ ფინალში MLS-ის კლუბს, „ნეშვილს“ შეხვდება, მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.