მეხიკოში, მეტროში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა
მეხიკოში მეტროს ხიდის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა ჩამოიგრა და ქვემოთ გზაზე მოძრავ მანქანებს დაეცა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეები არიან მობილიზებული, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილთა გამოსაყვანად.
შემთხვევის ადგილზე მისულია ქალაქის მერიც, კლაუდია შეინბაუმი.