მედიის ინფორმაციით, უკრაინა აშშ-ს დრონებს, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს სთხოვს
მედიის ინფორმაციით, უკრაინა აშშ-ს დრონებს, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს სთხოვს

უკრაინა აშშ-ს დრონებს, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს სთხოვს. „ბიბისის“ ინფორმაციით, 17 პუნქტისგან შემდგარი სია უმაღლესმა რადამ კონგრესს გადასცა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ ქალები არიან, აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. ჩამონათვალი ასევე შეიცავს ტაქტიკურ რადარებს დრონებთან გასამკლავებლად, რადიოელექტრულ მოწყობილობებს, არტილერიას, მობილურ საავადმყოფოებს, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს.