მედიის ინფორმაციით, „თალიბანმა“ თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა
„თალიბანმა“ თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თალიბები აგვისტოს ბოლოსთვის თურქი სამხედროების გაყვანასაც ითხოვენ.
თურქეთის სამთავრობო წყარო „როიტერთან“ საუბარში ამბობს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარეშე თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სარისკო საქმეა.
ქაბულის აეროპორტის მართვასთან დაკავშირებით „თალიბანთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ჯარების გაყვანის მზადების პროცესი დასრულებულია. თურქეთი იყო ავღანეთში ნატო-ს მისიის მონაწილე და დღემდე ჰყავს ასობით ჯარისკაცი ქაბულის აეროპორტში.