მედიის ინფორმაციით, სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა
სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 100 დაშავდა.
ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ითხევონის რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია განლაგებული. ამ რაიონში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გაუქმების შემდე პირველად იმართებოდა ღონისძიებები.
ოფიციალური პირები ჯერ ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამო დაიწყო ჭყლეტა. მედია წერს, რომ არეულობის დაწყებამდე ორი ადამიანი უგონოდ დაეცა ქუჩაში.
ადგილობრივი ჟურნალისტები ასევე წერენ, რომ ჭყლეტის დროს სეულის აღნიშნული რაიონის ქუჩებში 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი.
მომხდარის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.