მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ცეცხლი ერთმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ცეცხლი ერთმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა, – ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცი სპეცსამსახურების შენობაში იმყოფებოდა, როდესაც ცეცხლი ერთ-ერთ თანამშრომელს გაუხსნა. შედეგად გარდაცვლილია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, ხუთი კი დაჭრილია. დაჭრილებს შორის ერთი სამოქალაქო პირია.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.