მოსკოვში მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა და მძევლები აიყვანა

11:58, 27.12.2017

მოსკოვში უცნობმა მამაკაცმა შენობაში ცეცხლი გახსნა და ერთი ადამიანი მოკლა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შემთხვევის ადგილზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. პოლიცია დამნაშავის დაკავებას ცდილობს.

„კონფლიქტი მოხდა ბიზნესსუბიექტებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე. ინციდენტი მოხდა ილოვაისკაიას ქუჩაზე. დავის ერთ-ერთმა მონაწილემ მეორე დაჭრა. მსხვერპლი დაიღუპა“, – აღნიშნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მსგავსი