მედიის ინფორმაციით, რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
მედიის ინფორმაციით, რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს

რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას შეაჩერებს, ამის მიზეზად მოსკოვში თურქეთში გაუარესებულ ეპიდსიტუაციას ასახელებენ. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის რეისები 15 აპრილიდან 31 მაისამდე შეჩერდება.

სამომავლოდ დარჩება თუ არა გადაწყვეტილება ძალაში, ეს თურქეთის ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.