მედიის ინფორმაციით, რომის პაპი მზადაა, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შუამავალი იყოს
რომის პაპი ფრანცისკე მზადაა, იყოს შუამავალი ვლადიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ ვატიკანის დიპლომატზე, კარდინალ ლეონარდო სანდრიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვატიკანის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვატიკანის კრებამ არაფერი იცის ამგვარი შეხვედრის მომზადების შესახებ, მაგრამ მიაჩნია, რომ წმინდა საყდრის შუამავლობა მაინც შეიძლება მოხდეს მინსკის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
ლეონარდო სანდრის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს შეუძლია შეხვედრაზე დასწრება შერიგების ხელშესაწყობად.
იტალიურ გაზეთ „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ დარწმუნებით თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და არ გამორიცხა, რომ ეს ადგილი ვატიკანი იყოს.
ზელენსკი ასევე ვარაუდობს, რომ მისმა პირდაპირმა მოლაპარაკებებმა პუტინთან შეიძლება, ხელი შეუშალოს რუსეთის აგრესიული ქმედებების ესკალაციას.