მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსის დიაგნოზით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ სამედიცინო წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, ჩეჩნეთის ლიდერი მოსკოვში თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, კადიროვის თანაშემწემ ახმედ დუდაევმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი პირადად აკონტროლებს რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მუშაობას.
21 მარტის მდგომარეობით, ჩეჩნეთში ოფიციალური მონაცემებით გამოვლენილია კორონავირუსის 1 026 შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა, 635 კი განიკურნა.