მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ გაგრაში ხანძრის კერების ნაწილი მთლიანად ლიკვიდირებულია, რთულად მისადგომ ადგილებში კი ხანძარი ლოკალიზებულია
ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში ხანძრის კერების ნაწილი მთლიანად ლიკვიდირებულია. რთულად მისადგომ ადგილებში კი ხანძარი ლოკალიზებულია, – შესაბამის ინფორმაციას აფხაზური მედია ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმდინარეობს ვითარების 24-საათანი მონიტორინგი.
გაგრაში სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტყის ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.