ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის საერთაშორისო სტუდენტური საფეხბურთო ნაკრები ჩავა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის საერთაშორისო სტუდენტური საფეხბურთო ნაკრები ჩავა, – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალებები წერენ.
როგორც „აფხაზეთის ფიზკულტრისა და სპორტის კომიტეტის“ ვებგვერდზეა აღნიშნული, ნიგერიის ინტერნაციონალური სტუდენტური ნაკრების წევრები 6 აგვისტოს ჩავლენ სოხუმში და ოკუპირებული რეგიონის ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან მატჩს 8 აგვისტოს გამართავენ.
მათივე ცნობით, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავლენ.