აფრიკის ერთა თასის ფინალში ერთმანეთს ნიგერია და კოტ დ'ივუარი შეხვდებიან #11TVSPORT
აფრიკის ერთა თასის ფინალში ერთმანეთს ნიგერია და კოტ დ'ივუარი შეხვდებიან #11TVSPORT

ფეხბურთში აფრიკის ერთა თასის 2024 წლის გათამაშების ფინალური მატჩის წყვილი ცნობილია. კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ნიგერიის ნაკრები ტურნირის მასპინძელს, კოტ დ’ივუარს შეხვდება.

ნიგერიამ ნახევარფინალში პენალტების სერიაში სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში მერვედ გავიდა აფრიკის ერთა თასის ფინალში. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ვიქტორ ოსიმენის მოპოვებული პენალტით ტროსტ-ეკონგმა ანგარიში 67-ე წუთზე გახსნა, ხოლო სამხრეთაფრიკელებმა ანგარიში 90-ე წუთზე ასევე პენალტით გაათანაბრეს, გოლის გატანა მოკოენამ მოახერხა.

მეორე ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელმა, კოტ-დ’ივუარმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს სებასტიან ალეს მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია და მეხუთედ ითამაშებს კონტინენტის პირველობის ფინალში.

ფინალური მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე ქალაქ აბიჯანში გაიმართება. ნიგერია ისტორიაში მეოთხედ ეცდება აფრიკის თასის მოგებას, ხოლო კოტ-დ’ივუარი – მესამედ.