მედიის ინფორმაციით, ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა
ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავიაკომპანია Twin Otter-ის თვითმფრინავი, რომელის ბორტზეც 22 მგზავრი იმყოფებოდა, ჰიმალაის მთებში ჩამოვარდა. მაშველებმა იპოვეს 14 ადამიანის ცხედარი და ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გადარჩენილთა პოვნის შანსი ძალიან მცირეა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტურისტული ქალაქ ფოხარადან აფრინდა და ქალაქ ჯომსომისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან 15 წუთში დაიკარგა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.