მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ 15 წამში ერთი ადამიანი კორონავირუსით იღუპება
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა.
„როიტერის“ მონაცემებით, ყოველ 24 საათში მსოფლიოში ინფექციით საშუალოდ 5900 ადამიანი იღუპება, ყოველ ერთ საათში 247, ყოველ 15 წამში კი ერთი ადამიანი იღუპება.
ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდნებოს კუთხით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დაინფიციებულთა რაოდენობა ოთხ მილიონს აჭარბებს.
ამ მაჩვენებლით, ამერიკის შემდეგ არის ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.