მედიის ინფორმაციით, მოლდოვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
მოლდოვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. წაშლილია ყველა ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მსგავს მდგომაროებაში ისინი პირველად აღმოჩნდნენ.
„ვებგვერდის განადგურება რეზონანსული და გავლენიანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აუდიტების კონტექტსში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ვებგვერდის აღდგენაზე მუშაობენ.