მედიის ინფორმაციით, მოლდოვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
მედიის ინფორმაციით, მოლდოვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

მოლდოვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. წაშლილია ყველა ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მსგავს მდგომაროებაში ისინი პირველად აღმოჩნდნენ.

„ვებგვერდის განადგურება რეზონანსული და გავლენიანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აუდიტების კონტექტსში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ვებგვერდის აღდგენაზე მუშაობენ.