მედიის ინფორმაციით, მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლებისას ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს [ვიდეო]
მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საპროტესტო გამოსვლები ილინოისის შტატის ქალაქ მინეაპოლისში უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს.
დემომსტრაცია ფერადკანიანი მოქალაქის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემდეგ, საავადმყოფოში დაიღუპა.
ფლოიდზე ძალადობის კადრები ერთ-ერთმა მოქალაქე გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
მინეაპოლისში პოლიციის ოფისთან საპროტესტო გამოსვლა სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
აქციის მონაწლეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სამსახურებრივი უფლებამოსილება ოთხ ოფიცერს შეუჩერდა.