მედიის ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რუსეთის 140 მოქალაქე იმყოფება
ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რუსეთის 140 მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით , საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საელჩოს თავად დაეკონტაქტნენ.
მათგან 75 სტუდენტია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვირუსის სიმპტომები არც ერთს აღენიშნება.