მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურება და ქვეყანას საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრისთვის უკვე მზად იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, ქრისტიან ლინდმეიერის განცხადებით, ზოგჯერ მკვლევრები დამოუკიდებლად აცხადებენ, რომ რაღაცას მიაგნეს, მაგრამ შესაძლო აღმოჩენებსა და ვაქცინას შორის დიდი განსხვავებაა.

„ხანდახან მკვლევრები ინდივიდუალურად აცხადებენ, რომ რაღაცას მიაგნეს, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა შესაძლო აღმოჩენებსა და ვაქცინას შორის, რომელმაც ყველაზე საჭირო ეტაპი გაიარა, დიდი განსხვავებაა“, -განაცხადა ქრისტიან ლინდმეიერმა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მიუხედავად რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადებებისა, მათ მიერ შექმნილი ვაქცინა, იმ ექვს ვაქცინას შორის არ არის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ცდების მესამე ფაზაშია გადასული.