მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ობიექტებზე დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ობიექტებზე დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა ლიბანის სამხრეთით, ნაბათიეს რაიონში ნახევარი საათის განმავლობაში 80-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.