მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

„Ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა.

საპასუხო ცეცხლი გახსნეს ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. აღსანიშნავია, რომ „Ჰეზბოლა“ ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობაა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მათ საჯაროდ აიღეს.