მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, 4 385 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში 7 ოქტომბრიდან დღემდე 4 385 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 756 ბავშვია, – ინფორმაციას The Times of Israel „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 561 ადამიანი.
ისრაელში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა.