მედიის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი ბორის პისტორიუსი იქნება
მედიის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი ბორის პისტორიუსი იქნება

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ახალი მინისტრი ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის პისტორიუსი იქნება.

გერმანული მედია წერს, რომ 62 წლის იურისტ პისტორიუსს სამინისტროს მართვის გამოცდილება აქვს და თავდაჯერებული და ენერგიული ადამიანია.

ბორის პისტორიუსი მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატებს 16 წლის ასაკში შეუერთდა, მოგვიანებით მან გაიარა სამხედრო სამსახური 1980-1981 წლებში, მაგრამ არ აქვს სამხედრო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

გერმანული მედიის ცნობით, ბორის პისტორიუსს აქვს პოლიციასთან ურთიერთობისა და მისი რესტრუქტურიზაციის გამოცდილება ახალგაზრდა ოფიცრების მოყვანით და მოქალაქეებთან დაახლოების მიზნით. როგორც მედია წერს, პისტორიუსი უსაფრთხოების აპარატს დემოკრატიის მნიშვნელოვან საყრდენად ხედავს, ეს აისახება მის პროექტში, რათა პოლიცია მდგრადად გაძლიერდეს პოლიტიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ.