მედიის ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ასევე საავტომობილო ტექნიკას და 25 გენერატორს.
ასევე ცნობილია, რომ გერმანია უკრაინისთვის 5 000 ერთეული 155 მმ-იანი ჭურვებისა და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემისთვის ემზადება.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მნიშვნელოვანია, უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს სამხედრო მასალები.