მედიის ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

23:11, 16.03.2023

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ასევე საავტომობილო ტექნიკას და 25 გენერატორს.

ასევე ცნობილია, რომ გერმანია უკრაინისთვის 5 000 ერთეული 155 მმ-იანი ჭურვებისა და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემისთვის ემზადება.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მნიშვნელოვანია, უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს სამხედრო მასალები.

მსგავსი