მედიის ინფორმაციით, „ფეისბუქი“ და „გუგლი“ ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ, თუ მთავრობა რომელიმეს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას დაიწყებს
ამერიკული კომპანიები „ფეისბუქი“ და „გუგლი“ ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ, თუ მთავრობა რომელიმეს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას დაიწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ „გუგლის“ შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს სასამართლოში 10 შტატის მიერ წარდგენილ დაურედაქტირებელ ვერსიას.
კომპანიებმა პირობა დადეს, რომ დაუყოვნებლივ და სრულად აცნობებენ ერთმანეთს ხელისუფლებასთან კონტაქტის ყველა შემთხვევას.
„გუგლში“ უარყოფენ აშშ-ის ხელისუფლების ბრალდებებს, რომ კომპანია „ფეისბუქს“ რაიმე პრივილეგიას აძლევს.
გასულ კვირას, ტეხასის მეთაურობით, აშშ-ის ათმა შტატმა „გუგლი“ დაადანაშაულა „ფეისბუქთან“ ანტიკონკურენციულ შეთქმულებაში.
სარჩელში ნათქვამია, რომ 2017 წელს „ფეისბუქი“ გახდა „გუგლის“ სერიოზული კონკურენტი რეკლამის ონლაინბაზარზე. ამ მხრივ, კომპანიები, სავარაუდოდ, შეთანხმდნენ, რომ თავიდან აიცილონ კონკურენცია რიგ სფეროებში.
სარჩელის მიხედვით, „გუგლი“ შეძლებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ამ ბაზარზე, რაც უზრუნველყოფს „ფეისბუქის“ წვდომას მის ზოგიერთ სექტორზე.
საერთო ჯამში, „გუგლის“ წინააღმდეგ უკვე სამი ანტიმონოპოლიური სარჩელია წარდგენილი.