მედიის ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ რეგიონში ხანძრის გამო 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ესპანეთის სამხრეთით მდებარე ანდალუზიის რეგიონში ტყის ხანძრის გამო, საზღვაო კურორტ ესტეპონადან და მიმდებარე სოფლებიდან 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილზე 250 მეხანძრეა მობილიზებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი რთულად მისადგომ ადგილას არის გაჩენილი, რის გამოც მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება.
ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარიც.