მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია
მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის შესახებ მედიას ომსკის საწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ, ანატოლი კალინიჩენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსკოვში გადაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება.

„ამჟამად, ჩატარდა რამდენიმე სამედიცინო ტელეკონსულტაცია ფედერალურ ცენტრებთან, ჩვენი ქვეყნის წამყვან ექსპერტებთან, რომელთა პროფილი საშუალებას აძლევს მათ, კონსულტაცია გაუწიონ აღნიშნულ პაციენტს. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებები სწორად და სრულად ჩატარდა. ის, რომ ჩვენ შევძელით მისი სტაბილიზაცია, არის კარგი, ფრთხილი პროგნოზული ნიშანი“, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. ნავალნის პრესმდვანი კირა იარმიში აცხადებდა, რომ პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.