მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედროების უმეტესობას გაიყვანს
მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედროების უმეტესობას გაიყვანს

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედროების უმეტესობას გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ლონდონი უკვე განიხილავს გეგმას, რომელის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთი ქაბულში მდებარე აკადემიაზე კონტროლს ადგილობრივ ძალებს გადააბარეს.

„თაიმსის“ ცნობით, ავღანეთში ახლა 750 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის თარიღად 2021 წელის 11 სექტემბერს დაასახელებს.

ოფიციალური განცხადებას ამასთან დაკავშირებით აშშ-ის ლიდერი დღეს გააკეთებს.