მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა ნორვეგიამაც შეაჩერა
დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა ნორვეგიამაც. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობა ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას სულ მცირე, 48 საათით აჩერებს. მიზეზი ბრიტანეთში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობაა.
ბრიტანეთში ვირუსის ახალი სახეობა გასულ კვირას დაფიქსირდა. ნორვეგიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის 43 905 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 404 პაციენტი გარდაიცვალა.