მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა ნორვეგიამაც შეაჩერა

13:27, 21.12.2020

დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა ნორვეგიამაც. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობა ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას სულ მცირე, 48 საათით აჩერებს. მიზეზი ბრიტანეთში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობაა.

ბრიტანეთში ვირუსის ახალი სახეობა გასულ კვირას დაფიქსირდა. ნორვეგიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის 43 905 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 404 პაციენტი გარდაიცვალა.

 

მსგავსი