მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში შეიარაღებული ძალები მზად ჰყავთ, რომ ბენზინგასამართი სადგურების საწვავით მომარაგების პროცესში ჩაერთონ
მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში შეიარაღებული ძალები მზად ჰყავთ, რომ ბენზინგასამართი სადგურების საწვავით მომარაგების პროცესში ჩაერთონ

დიდ ბრიტანეთში საწვავის ტრანსპორტირების კრიზისის გამო შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს.

„ბიბისის“ ცნობით, 150 სამხედრო სატვირთოს მძღოლი მზად იქნება, მოამარაგოს ბენზინგასამართი სადგურები საწვავით.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში საწვავის მარაგი საკმარისია, თუმცა ბენზინგასამართ სადგურებზე საწავავის დეფიციტი სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობამ განაპირობა.

საწვავის დეფიციტის წარმოქმნის შიშის გამო, ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებელთა რიგები წარმოიქმნა. არსებული მონაცემებით, დეფიციტის აღმოსაფხვრელად დიდ ბრიტანეთს სჭირდება სულ მცირე სატვირთო მანქანის 100 ათასი მძღოლი. დანაკლისი ბრექსითის შემდეგ გაჩნდა. პრობლემის გადასაჭრელად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დათანხმდა, სასწრაფო წესით გასცეს 5 000 ევროპელი მძღოლისთვის დროებითი ვიზა.