მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა
მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

დიდ ბრიტანეთში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. „ბიბისის“ ცნობით, ამჟამად ქვეყანაში ერთი ლიტრი ბენზინი 142,94 პენსი ღირს, რაც ქვეყნის ისტორიაში ბენზინზე აღრიცხული მაქსიმალური ფასია. ბოლოს ბენზინის ღირებულება ამ ნიშნულს 2012 წელს მიუახლოვდა.

დიდ ბრიტანეთში საოჯახო საშუალო დონის ავტომობილის ავზის ავსება შარშანდელთან შედარებით, მძღოლს 15 ფუნტით მეტი უჯდება. როგორს ექსპერტები აცხადებენ, ბენზინის ფასის მატება ნაწილობრივ ნავთობის ღირებულების გაორმაგებას უკავშირდება.

ასევე ბენზინის ფასის მატება განაპირობა საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანიების მიერ საკუთარი წილის გაზრდამ. ეს კომპანიები პანდემიის შემდეგ შემოსავლების აღდგენას ცდილობდნენ.