მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 1211 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა პასუხი ნეგატიური იყო
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 1211 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა პასუხი ნეგატიური იყო

ჩრდილოეთ კორეაში 16 ივლისს კორონავირუსის ტესტი 1211 ადამიანს ჩაუტარდა და ყველა პასუხი ნეგატიური იყო.

ინფორმაციას „სიენენი“ ჩრდილოეთ კორეაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელ, ედვინ სალვადორზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში, ყველა სასწავლო დაწესებულებაში საზაფხულო არდადეგები კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ დროისთვის ჩდილოეთ კორეაში მცხოვრები 696 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ისინი იმ სასაზღვრო ქალაქში მუშაობდნენ, საიდანაც ქვეყანაში პირველი საეჭვო სიმპტომების მქონე პირი შევიდა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში აქტიურად მიმდინარეობს ადამიანებისთვის თერმოსკრინინგის ჩატარება.