მედიის ინფორმაციით, ჩინეთში შიდა გადადება შემცირდა და ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ქვეყნიდან ჩასულია
ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევებს აჭარბებს შემთხვევების ისეთი რაოდენობა, როცა დაავადებული ჩინეთში სხვა ქვეყნიდან ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ჩინეთში უკვე მეხუთე დღეა, ფიქსირდება.
როგორც „როიტერი“ იუწყება, 17 მარტის მაჩვენებლით, ჩინეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ჩინეთში უცხო ქვეყნიდან ჩავიდა. მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ტაილანდიდან.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის 81 089 დადასტურებული შემთვევა ფიქსირდება. დაიღუპა 3 200-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე ვირუსისგან 69 570 პაციენტი გამოჯანმრთელდა.