დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ავღანეთის ტერიტორიაზე მცირერიცხოვანი სპეციალური დანიშნულების დანაყოფის დატოვებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, სპეცრაზმის წარმომადგენლები ადგილზე ინსტრუქტორებისა და მრჩევლების სახით დარჩებიან.
საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღებს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სპიკერის განცხადებით, გრძელდება კონსულტაციები შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან, ავღანეთისთვის სამომავლოდ გასაწევ დახმარებასთან დაკავშირებით.